ბათუმში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი დასრულდა
ბათუმში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი დასრულდა. "ოპერის ოქროს ხმა" მეცო სოპრანო ელმინა ჰასანოვა გახდა. მეორე ადგილი ეკატერინე ბუაჩიძემ დაიკავა. მესამე ადგილის მფლობელები ანა იმედაშვილი და უილია მიუზიჩეკო გახდნენ. ფინალურ კონცერტში ათი საუკეთესო კონკურსანტი მონაწილეობდა. გადაწყვეტილება საერთაშორისო ჟიურიმ მიიღო. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნიდან ჯამში 72 ახალგაზრდა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსის დამფუძნებელი თამარ ივერია.
