„წყალი მარგებელის“ ქარხანა
გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსთან ანდრო ასლანიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბეღლავში ,,წყალი მარგებელის“ ქარხანა დაათვალიერა. "წყალი მარგებელის" საწარმო მთლიანად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს და ავსტრიულ კომპანია „რაუხთან“ თანამშრომლობით სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის. საწარმოში 150-ი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია.
