საქართველოს ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის სახელმწიფოს ელჩს, საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს საქართველოში ანნა ჩერნიშოვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტყის მდგრადი მართვისა და ეკო ტურიზმის განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იაპონიის მთავრობისგან მიღებული 920 ათასი დოლარის ოდენობის დაფინანსება, საქმიანი ეზოების შექმნასა და გამართვას მოხმარდება.
