დემეტრე გამსახურდიას ნაწარმოების კონცერტი
ორბელიანების სასახლეში კომპოზიტორ დემეტრე გამსახურდიას ნაწარმოებების კონცერტი გაიმართა. ღონისძიება, საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ღონისძიების მიზანი საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერაა. ასევე, პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას დიპლომატები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
