„ქეთო და კოტე“
ვიქტორ დოლიძის ყველასათვის საყვარელი ოპერა „ქეთო და კოტე“ დღეს და ხვალ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესრულდება. გენერალური რეპტიცია გუშინ შედგა. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.
