ჰაკათონი NASA SPACE APPS CHALLENGE 2022
ნასა სფეის აფს ჩელენჯი 2022-ს თბილისი და ქუთაისი მასპინძლობს. პლანეტის ყველაზე მასშტაბური ჰაკათონის, ქართული გამოშვება ორ ოქტომბრამდე გაიმართება. ჰაკათონის ძირითადი ნაწილი, ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შედგება და 100-მდე მონაწილეს, პროექტის ორგანიზატორსა და მხარდამჭერს უმასპინძლებს. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუს პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ ნასას რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლმებს და შეზღუდულ დროში 48 საათში, ინოვაციური გადაწყვეტა უპოვონ.
