შალვა პაპუაშვილის განცხადება
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ეხმაურება და თავის უკრაინელ კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს.ვციტირებ მტკიცედ ვგმობ უკრაინის რეგიონების ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას. რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას არ აქვს ლეგიტიმაცია და წარმოადგენს აშკარა უარს ნებისმიერ მდგრად მომავალზე გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. წერს პაპუაშვილი ტვიტერზე.
