„ხალხის ძალის“ განცხადება
ამერიკის ელჩმა უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად არის კოორდინირებული. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის მორიგ განცხადებაში. განცხადებას სრულად გთავაზობთ.
