სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები
სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, სწორედ დღევანდელმა არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს საკრებულოში უმრავლესობის ბედი. არჩევნებში ორი კანდიდატი იღებს მონაწილეობას. "ქართული ოცნებიდან" ზაზა ყურაშვილი და "სოციალური სამართლიანობისთვის" მამუკა ტუსკაძე. ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე. ცესკოში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი უკვე გაიმართა. როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, თეონა კვარაცხელია გვეტყვის.
