პრემიერ-მინისტრი ბაქოს მერს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს დიალოგის, მეგობრობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ, რამაც მყარი სტრატეგიული პარტნიორობა მოიტანა. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის საერთო ინტერესებშია.
