ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება
ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია პუტინს მისცემს საშუალებას, გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლის გამოყენების საშუალება აქამდე არ მისცემია. ამის შესახებ სიენენის ეთერში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია საქართველოს შემთხვევაში საკმარისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით და წაახალისა თუ არა იმ დროინდელმა საერთაშორისო რეაქციებმა რუსეთის შემდგომი ქმედებები, სამხარაძე აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, 2008 წელს დასავლეთიდან და საერთაშორისო საზოგადოებიდან არ იყო რეაქცია რუსეთის ქმედებებთან მიმართებით.
