უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიას გმობს საერათაშორისო საზოგადოება
უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიას გმობს საერათაშორისო საზოგადოება. ვლადიმერ პუტინმა ოთხივე ტერიტორიის მიერთების ხელშეკრულებებს კრემლში ხელი მოაწერა. მანამდე კი, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა წინაშე სიტყვით გამოვიდა და მიერთებული ტერიტორიების ყველა საშუალების გამოყენებით დაცვის პირობა დადო. პუტინის მუქარების შემდეგ, უკრაინამ ნატოში დაჩქარებული წესით მიღებაზე განაცხადი შეიტანა.
