პენსიები და ხელფასები იზრდება
2023 წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილია. დაგეგმილია რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში. მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი კი 80 მილიარდი ლარია, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2020 წელს 30 მილიარდით ნაკლები იყო და ერთ სულ მოსახლეზე 4500 დოლარს შეადგენდა. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მთავრობას ბიუჯეტი კონსერვატიულად აქვს დაგეგმილი . ბიუჯეტის გათვალისწინებით ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 დოლარს უტოლდება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
