კრემლში რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ოთხი ოლქის მიერთების შეთანხმებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია დაიწყო
კრემლში რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ოთხი ოლქის მიერთების შეთანხმებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია დაიწყო. დოკუმენტს, ვლადიმირ პუტინთან ერთად, მოსკოვის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ხელმძღვანელებად დანიშნული პირებიც მოაწერენ ხელს. რუსეთის ფედერაციასთან მიერთების ხელშეკრულებას, კრემლმა საფუძვლად დაუდო ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ჩატარებული ფსევდორეფერენდუმების შედეგები. ხელმოწერამდე კი, გეორგიევსკის დარბაზში შეკრებილებს, ვლადიმირ პუტინმა ვრცელი სიტყვით მიმართა და უკრაინაში ომსა და ანტირუსულ საგარეო პოლიტიკაში, კვლავ დასავლეთი დაადანაშაულა.
