პრემიერ მინისტრმა-ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა
პრემიერ მინისტრმა-ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ქვეყანას უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, აგვისტოში ეს მონაცემი 10-ი მთელი ხუთი მეათედი პროცენტი იყო, რამაც რვა თვის განმავლობაში 10-ი მთელი სამი მეათედი პროცენტი შეადგინა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში და შევძელით ბევრი კარგი წამოწყების დაფინანსება, საგარეო ვალი კი, პრემიერის თქმით, 700 მლნ ლარზე მეტით შემცირდა.
