ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდება
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდება. 1400 მოსწავლეზე გათვლილ სკოლის 3-სართულიან შენობაში, საკლასო ოთახების გარდა, განთავსდება ბიბლიოთეკა და სპორტული და სააქტო დარბაზები; მოეწყობა ღია მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელდება.
