პარლამენტის წევრები პირველ ქვეით ბრიგადასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდნენ
პარლამენტის წევრები პირველ ქვეით ბრიგადასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდნენ. კანონმდებლებმა პირველ ქვეით ბრიგადაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ბრიგადის შეიარაღებაში არსებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. დეპუტატები ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებსა და ეკიპირებასაც გაეცნენ. სტუმრები საარტილერიო ბატალიონის ნაღმმტყორცნელთა ასეულის პრაქტიკულ მეცადინეობას ადგილზე დააკვირდნენ. მოგვიანებით კი, მათ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.
