დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი იმართება , რომელიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს ეხება
დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი იმართება , რომელიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს ეხება. კონფერენციას ევროპის ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და იმ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში , კერძოდ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გატარდა . მინისტრმა აღნიშნა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
