უკრაინის ვიცე-პრემიერის მოწოდება საქართველოს
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის დაღწევაში. მისი თქმით, რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ ყირიმის მკვიდრი ხალხის წარმომადგენლებს უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე. „მივმართავთ თხოვნით მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, ამ პრობლემას ყურადღება მიაქციონ და ხელი შეუწყონ ყირიმის მკვიდრი ხალხების გადასვლას ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში. ახლა ყირიმის მკვიდრი ხალხის მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ – წერს ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში.
