ომის 218-ე დღე
ომის 218-ე დღე. ოკუპანტთა სამიზნე გახდა მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვისა და დონეცკის დასახლებული რაიონები. არიან დაღუპულები და დაშავებულები. პარალელურად, პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიას აჩქარებს. კრემლმა ხელი მოაწერა ხერსონისა და ზაპოროჟიეს დამოუკიდებლობის აღიარების განკარგულებას, რაც უკრაინის ტერიტორიების მიერთებისთვის ფორმალური პროცედურაა.
