საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” მორიგ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” მორიგ განცხადებას ავრცელებს. დეპუტატები ეხმაურებიან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა“. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები აღნიშნავენ, ვაშაძის ეს განცხადება „ფართოდ აიტაცეს“ სხვა ოპოზიციონერებმაც. დეპუტატები კვლავ საუბრობენ მეორე ფრონტის საფრთხეზე.
