ხელოვნების სასახლე მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
სასახლის საგამოფენო სივრცეში მხატვრის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების კოლექციაა წარმოდგენილი. ლევკასის ტექნიკაში შესრულებული გამორჩეული მხატვრობისთვის ნოდარ ბადურაშვილი „ლევკასის დიდოსტად “ არის აღიარებული და დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. მხატვრის მიერ არის გაფორმებული რამდენიმე ქართული კინო ფილმი. გამოფენა სახელწოდებით „ჟამი ბროწეულისა” – ხელოვნების სასახლეში 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.