ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი „ოტელოს“ პრემიერისთვის ემზადება
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი „ოტელოს“ პრემიერისთვის ემზადება. შექსპირის ტრაგედიას, გია მარღანიას რეჟისურით, დასი მაყურებელს განსხვავებული ფორმით, მსახიობების ცოცხალი და თოჯინური შესრულებით, პირველ ოქტომბერს შესთავაზებს. სპექტაკლი, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის ხელშეწყობით დაიდგა, ორ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს: კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150-ე და პეტრე ოცხელის 115-ე წლისთავს ეძღვნება.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
