მეგის ქარდავას საქმე
სააპელაციო სასამართლო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმეებს კიდევ ერთხელ განიხილავს. მოსამართლეთა კოლეგიამ სისხლის სამართლის საქმეების გადახედვა, თავად ბრალდებულის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა. დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ უკრაინიდან მისი ექსტრადიცია კანონის დარღვევით განხორციელდა. პროკურატურა კი იმ დოკუმენტებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ყოფილი მაღალჩინოსნის გადმოცემა უკრაინის მხარემ კანონის სრული დაცვით განახორციელა. მომდევნო პროცესი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში 20 ოქტომბერს დანიშნა, პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევას ითვალისწინებს.
სიუჟეტის ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი-16-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
