ვითარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე
საქართველოში რუსეთიდან გადმოსვლის მსურველთა ნაკადმა შედარებით იკლო, თუმცა რუსეთის ტერიტორიაზევე, კვლავ რამდენიმე კილომეტრიანი რიგია. საზღვარზე შემოსული ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ისინი პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, გმობენ უკრაინაში ომს და არ სურთ მასში მონაწილეობა, თუმცა მეორე ნაწილი თვლის, რომ სამხედრო ინტერვენციაზე საუბარი პოლიტიკაა და საქართველოში ისინი ტურისტულად, სულ რამდენიმე დღით შემოვიდნენ.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
