მორიგი პროვოკაცია და ყალბი ამბავი - ხვალ თბილისში რუსეთის პოლიტიკის მხარდამჭერი არანაირი აქცია არ გაიმართება
ორი დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა, რომ თითქოს თავისუფლების მოედანზე რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერები იკრიბებიან, რომლებიც პუტინის პოლიტიკას ამართლებენ. ინფორმაცია ერთი შეხედვით ნამდვილად აღმაშფოთებელია, თუმცა ქრონიკის წყაროს ინფორმაციით, ჩათს, რომელშიც თითქოს ამ აქციის ორგანიზება დაიგეგმა, რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირში მყოფი, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთერთი აქტიური მხარდამჭერი მართავდა, რასაც ის ქრონიკასთან კატეგორიულად უარყოფს და ვერც ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებს. ჩვენთან საუბარს თავს არიდებს „სირცხვილიას“ კიდევ ერთი აქტივისტი ნოდარ რუხაძე, რომელიც ვითომდა ხვალინდელი აქციის გასაპროტესტებლად, სოციალურ ქსელში აქტიურობდა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს შეგნებულად გავრცელებული სიცრუე, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების პროვოცირებას და პოლიტიკური ქულების ჩაწერას ისახავს მიზნად.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
