ოლიგარქ კეზერაშვილის აღიარება
ოლიგარქის აღიარება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დღეს გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოებას მხარს უჭერს. ოპოზიცია კი ამ დრომდე ამტკიცებდა, რომ კეზერაშვილი არც ოლიგარქია და არც პოლიტიკაში ერევა. დღეს გავრცელებული განცხადების მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობაში მაინც არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც თქვეს, რომ ეს პოლიტიკური საქმიანობა არაა. პარალელურად, ოპოზიციაში იზრდება იმ ადამიანების რიგები , რომლებიც კეზერაშვილს ლანძავენ, აკრიტიკებენ და ტყუილში ადანაშაულებენ. უცვლელია მმართველი გუნდის პოზიცია, მათი შეფასებით კეზერაშვილი ოლიგარქია, მისი მილიონები კი შავი ფული.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
