წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია
ჯანდაცვის მინისტრმა, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. საქართველოს პირველი ლაბორატორია ექნება, სადაც მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, წამლის ნიმუშის საზღვარგარეთ გაგზავნის საჭიროება აღარ იქნება.
