დუბლინში, ოჯახში სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
მინისტერიალზე სიტყვით იუსტიციის მინისტრი გამოვიდა, რომელმაც იმ ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გატარდა. როგორც კონფერენციაზე მინისტრმა აღნიშნა, ქართული სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, ეფექტიანი გამოძიება და ფართო სპექტრის თანამშრომლობა. რატი ბრეგაძემ კონფერენციის მონაწილეებს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მოძალადეთა რეაბილიტაციის პროგრამების ქართული გამოცდილებაც გააცნო.
