საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი შეხვედრა
საგარეო საქმეთა მინისტრის შემაჯამებელი შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დაეთმო და ამ კუთხით ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძალისხმევასა და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრეს. დელეგაციამ ქართულ მხარეს 2022 წლის ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, გზა ოფიციალურად გაეხსნა. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლისადმი, სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
