დავითგარეჯის საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესზე პატრიარქის მდივნის დაკითხვა დასრულდა. ბრალდებისა და დაცვის მხარეები მამა მიქაელ ბოტკოველს შეკითხვებს უსვამდნენ იმ განცხადებების შესახებ, რაც სადავო ტერიტორიის ირგვლივ წინა წლებში კეთდებოდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. კითხვები ასევე ეხებოდა დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიის საპატრიარქოსეულ აღქმებსა და იმას თუ რა პოზიცია აქვს და ჰქონდა საპატრიარქოს. კიდევე ერთი მოწმე, რომელიც დღეს დაკითხეს, მამუკა ბალავაძეა, ის 2005-2007 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო და კომისიის სხდომებს რეგულარულად ესწრებოდა.
