საქართველოში რუსეთიდან გადმოსვლის მსურველთა ნაკადმა დღეს შედარებით იკლო
საქართველოში რუსეთიდან გადმოსვლის მსურველთა ნაკადმა დღეს შედარებით იკლო, საზღვარზე შემოსული ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ისინი პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, გმობენ უკრაინაში ომს და არ სურთ მასში მონაწილეობა, თუმცა მეორე ნაწილი თვლის, რომ სამხედრო ინტერვენციაზე საუბარი პოლიტიკაა და საქართველოში ისინი ტურისტულად, სულ რამდენიმე დღით შემოვიდნენ.
