პარლამენტში ევროპული რეკომენდაციის მესამე პუნქტზე მსჯელობა მიმდინარეობს
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი ამ წუთებში სტრატეგიასთან დაკავშირებით მსჯელობს. ჯგუფის წევრები დღეს სტრატეგიასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის ხედვას მოისმენენ, რომლის მიზანიც სასამართლოს კიდევ უფრო გაძლიერებაა. შეხვედრას მოსამართლეებიც ესწრებიან. ოპოზიციის ნაწილი კი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია.
