თეა წულუკიანის სკანდალური განცხადება
მინისტრმა პირველად თქვა, თუ ვინ ცდილობდა მასზე თავდასხმას. კულტურისა და სპორტის მინისტრი აცხადებს, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მასზე, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა სცადა. წულუკიანს უკვე უპასუხა ბრალდების ადრესატმა. დავით წიკლაური, ბრალდებას სიცრუეს უწოდებს, თუმცა ადასტურებს თეა წულუკიანის მოადგილესთან დაპირისპირებას. მოძალადეები, ძალადობას, არასდროს ადასტურებენ - წიკლაურის პასუხს, წულუკიანის პასუხის პასუხი მოჰყვა. მინისტრმა თქვა, რომ მიუხედავად ფედერაციის პრეზიდენტის ქმედებისა, სამინისტრო მოკრივეებს, ფედერაციის გვერდის ავლით აფინანსებს და მომავალშიც დააფინანსებს.