პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა, მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
