USAID-ის მხარდაჭერილი პროექტები საქართველოში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. მინისტრმა სააგენტოს ხელმძღვანელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით არსებული ვითარება გააცნო.
