National Geographic-ი საქართველოს შესახებ
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის "ნეიშენალდ ჯეოგრაფიკის", სამოგზაურო და კულინარიული პორტალი საქართველოს შესახებ სტატიას ამზადებს. გამოცემის ჟურნალისტი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფება. გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასი. ჟურნალისტმა, ქართული ტრადიციული კერძების მომზადებაშიც მიიღო მონაწილეობა. ტურის ფარგლებში დაათვალიერა ძველ თბილისი, ღვინის მუზეუმი და ბაზარი.
