აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ
სომხეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. ფაშინიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მომხდარზე დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა. აზერბაიჯანული მხარე კი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში სომხურ მხარეს ადანაშაულებს და ერთი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
