ომი უკრაინაში
ოკუპანტები უკრაინაში მოკოლაევის, კრივოი როგისა და დონეცკის დასახლებულ რაიონებს ბომბავენ. სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის შეტევების შეჩერება 11 მიმართულებით მოხერხდა. რუსეთის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა.
