რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ - პოლიტიკური შეფასებები
საოკუპაციო შენატანი ბიუჯეტში, ეს ნაციონალური მოძრაობის ახალი ინიციატივაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარზე ათას ლარიანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. შეზღუდვების დაწესებას ითხოვს რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, თუმცა ფორმები განსხვავებულია. პარალელურად, უსაფრთხოების საბჭოს გამართვას მოითხოვს პრეზიდენტი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე უპასუხა. ამ ფონზე ცნობილი ხდება ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ამერიკა ქვეყანაში შეუშვებს ყველას, ვისაც პუტინის ომში მონაწილეობა არ სურს. გაზრდილია ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების შესვლის მაჩვენებელი.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
