ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. იგი ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა. ბჟანიასა და ლუკაშენკოს შეხვედრა ბიჭვინთაში, სახელმწიფო აგარაკზე გაიმართა. ბელარუსული მედიის თანახმად, ლუკაშენკოს ინიციატივით, განხილვის მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და თანამედროვე გამოწვევები იყო. აღსანიშნავია, რომ ბელარუსს ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს.
