ბრძოლა გავლენებისის მოსაპოვებლად და კეზერაშვილის ფაქტორი ნაციონალურ მოძრაობაში
ბრძოლა გავლენებისის მოსაპოვებლად და კეზერაშვილის ფაქტორი ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიაში მწვავე დაპირისპირება და დიდი გაურკვევლობაა. რა როლი აქვს ამ პროცესში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, კვლავ მთავარ კითხვად რჩება. ვითარებას ნათელი, ქვეყნიდან გაქცეული თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოლიტიკურ აქტივობაზე, მისგან დაფინანსებულმა ლევან ხაბეიშვილმა ნაწილობრივ მოჰფინა. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ გარკვეულ ღონისძიებებს და ზოგიერთ ოპოზიციონერს ინდივიდუალურად სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს. ქართული ოცნებისთვის ყოფილი მინისტრის ქვეყნიდან მოპარული მილიონები, ქართულ პოლიტიკაში შავ ფულს წარმოადგენს.
