პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობები რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა
პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობები რუსეთში მყოფ თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან, იქ მყოფებმა კი დაუყოვნებლივ მიმართონ მოქმედ სატრანსპორტოო საშვალებებს რუსეთის დასატოვებლად. მსგავსი განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც და აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვრების ჩაკეტვის, ვითარების გაუარესებისა და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, პოლონეთის მოქალაქეთა ევაკუაცია შესაძლოა ძალიან რთული ან შეუძლებელიც კი გახდეს.
