"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება და ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად გრძელდება
ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება და ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად გრძელდება. ოპოზიციურ პარტიაში რომ დიდი გაურკვევლობაა, ამას აღარავინ მალავს. რა როლი აქვს ამ პროცესში დავით კეზერაშვილს, კვლავ მთავარ კითხვად რჩება. ამ კითხვას პასუხი ნაწილობრივ ლევან ხაბეიშვილმა უკვე გასცა. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ გარკვეულ აქტივობებს და ზოგიერთ ოპოზიციონერს სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს. ქართული ოცნებისთვის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფინანსები ქართულ პოლიტიკაში შავ ფულს ნიშნავს.
