ოპოზიციამ პოზიცია შეცვალა და საქართველო - რუსეთის საზღვრის ჩაკეტვის ნაცვლად, ახლა რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს
ოპოზიციამ პოზიცია შეცვალა და საქართველო - რუსეთის საზღვრის ჩაკეტვის ნაცვლად, ახლა რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს. ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ინიციატივაც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ათას ლარიანი გადასახადი უნდა დაწესდეს, განსხვავებული ვერსიები აქვთ პარტნიორ პარტიებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველო - რუსეთის საზღვარზე საგანგაშო ვითარება არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა კი ამ მომენტში მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.
