ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, რუსეთის მხარეს კვლავ რამდენიმე კილომეტრიანი რიგია
ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, რუსეთის მხარეს კვლავ რამდენიმე კილომეტრიანი რიგია. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რიგი არ წყდება. მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის დატოვების მსურველთა ნაკადმა ქვეყნის საზღვრებთან იმატა, მათ შორის საქართველოსთან.
