შეხვედრები ხავიერ კოლომინასთან
ჩვენი ქვეყნის მკაფიო მხარდაჭერა, რეგიონში არსებული გამოწვევები და უკრაინაში მიმდინარე ომი - ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოშია. ეს მისი მესამე ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი მეორე. ხავიერ კოლომინა საქართველოში სამ დღეს დარჩება. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უკვე შეხვდა მთავრობის მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს. ხვალ კი შეხვედრები ოპოზიციურ სპექტრთან იგეგემება.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
