54 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შერჩეული ომბუდსმენობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
მესამე სექტორმა არჩევანი გიორგი ბურჯანაძეზე, ნაზი ჯანეზაშვილზე და ანა აბაშიძეზე შეაჩერა. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. საკუთარ პოზიციაზე უკვე ღიად საუბრობს გირჩი. პარტიამ სამივე კანდიდატი დაიწუნა. არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს ოპოზიციის ნაწილი, თუმცა რომელს, ეს ჯერ არ კონკრეტდება. არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კანდიდატებთან და კანდიდატების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ მმართველ გუნდში
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
