სოხუმის დაცემის დღე
დაშვებული სახელმწიფო დროშები და ხალხმრავლობა გმირთა მემორიალთან - 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღეა. ამ ტრაგიკული თარიღიდან 29 წელი გავიდა. ომმა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 300 ათასზე მეტი ადამიანი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია. მძიმეა თითოეული მათგანის ისტორია. დაღუპულთა ხსოვნას პატივი დღეს პოლიტიკოსებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაგეს.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
