არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის კანდიდატურები შეარჩიეს
მესამე სექტორის რჩეულები გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გახდნენ. განაცხადების მიღება პარლამენტში 29 სექტემბერს დასრულდება. პარლამენტის თავმჯდომარესთან დღეს შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა იმ კომისიის შემადგენლობა იყო, რომელმაც ომბუდსმენის კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და შეაფასოს. ცხრა კანდიდატით დაკომპლექტებული სია, შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ კანდიდატებზე, დილიდან პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
